Accessibility links

site logo site logo

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც დიდწილად იცავენ


აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიზანია დაასრულოს წლების განმავლობაში უმძაფრესი სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის. დღის განმავლობაში ზოგიერთ არეალში შეთანხმება ირღვეოდა.

ორი მხარე შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელმაც ბევრ საათს გასტანა.

გარდა ცეცხლის შეწყვეტისა, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო ადგილობრივი დროით 12 საათზე, მხარეები მორიგდნენ ტყვეებისა და ბოლო ორ კვირაში გამართული ბრძოლების მსხვერპლთა გვამების გაცვლის შესახებ. ასეულობით ჯარისკაცი და დაუდგენელი რაოდენობის სამოქალაქო პირი იქნა მოკლული ბრძოლების დროს.

ღამით და უკიდურესი ვადის დადგომამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ბრძოლების შესახებ და ორმხრივი ბრალდებების გარშემო. ხოლო რამდენიმე საათში მას მერე, რაც შეთანხმება ძალაში შევიდა, აზერბაიჯანმა დაადანაშაულა სომხეთი მთიანი ყარაბაღის საზღვრის გასწვრივ ორ სხვადასხვა არეალში შეთანხმების დარღვევაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქზე მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთ საზღვართან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვნასიანმა რეპორტიორებს უთხრა, რომ კონფლიქტის ზონის უმეტეს ნაწილებში ცეცხლის შეწყვეტა დაცული იყო.

„ზავს ძირითადად იცავენ მიუხედავად აზერბაიჯანის სამხედრო პროვოკაციებისა ზოგან, თქვა ჰოვჰანისიანმა 10 ოქტომბერს გვიან საღამოს. „ყველა პროვოკაციას სათანადო პასუხი გაეცა.“

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის ძალები დაადანაშაულა, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ თერთერს სტეფანაკერტის ჩრდილოეთში. საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ადგილობრივი დროით 22:30 საათზე ,ცეცხლის შეწყვეტის უხეში დარღვევით".

უფრო ადრე, სომხეთი და აზერბაიჯანი გამოვიდნენ განცხადებებით, სადაც დაადასტურეს შეთანხმების პირობები, რომელთა შორისაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვა საგნობრივ მოლაპარაკებაში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, სამშვიდობო მოლაპარაკების კვლავ დაწყებას შუამავლობა უნდა გაუწიოს ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი. შეთანხმებით, მოლაპარაკების არსებული ფორმატი კვლავ დარჩება და არ შეიცვლება დროთა განმავლობაში.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი.

მაგრამ სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტულმა ძალებმა შეძლეს 1994 წელს მასზე კონტროლის დაწესება.

მას მერე, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სახლობენ და მას მართავენ ეთნიკური სომხები. რეგიონი დატოვა ასეულათასობით აზერბაიჯანელმა, როგორც ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა პირმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG