Accessibility links

site logo site logo

აჭარაში გარდაიცვალა სამი და გამოჯანმრთელდა 181 კოვიდპაციენტი


ბათუმის რესპუბლიკური კლინიკა

გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი მამაკაცი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კი - ერთი კოვიდპაციენტი ქალი.

სამივე გარდაცვლილს თანხლები დაავადებები ჰქონდა, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში:

68 წლის კაცს, COVID-19, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია. 51 წლის კაცს კი, COVID-19, თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის კრიტიკული და აორტის სარქვლის პირველი ხარისხის ნაკლაოვანება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება. 67 წლის ქალს შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, გულის ქრონიკული უკმარისობა.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდდადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა. 1000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა PCR-ტესტირება. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ თქვა, აჭარაში ახალი შემთხვევების კლებაა და ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება იმის პარალელურად, რომ იმატებს ახალი შემთხვევები თბილისში.

აჭარში Covid-კლინიკებში მკურნალობს 533 პაციენტი. რეანიმაციაში მოთავსებულია 48 პაციენტი.

Covid-სასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 911 კოვიდდადებითი ადამიანი, საცხოვრებელ სახლებში კი - 1000-მდე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, რეგიონში კლინიკებში 51 საწოლია თავისუფალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის.

11 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გარდაიცვალა 7 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG