Accessibility links

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა შვიდ მილიონს გადააჭარბა


11 ოქტომბერს ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა გადააჭარბა შვიდ მილიონს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ამ ქვეყანაში, სადაც 1,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, აღრიცხეს 74 383 ახალი შემთხვევა. ამის ფონი მზარდი შეშფოთებაა მსოფლიოში, რომ თვითკმაყოფილება ინფექციის ზრდას უწყობს ხელს. მაჰრაშთრას შტატის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შივკუმარ უტიურმა განაცხადა, რომ ხალხში გამეფდა თვითკმაყოფილების და დაღლილობის განცდა, სანამ არ დაინფიცირებულან და ფიქრობენ, რომ საფრთხე არ ემუქრებათ. გადით ბომბეის ქუჩებში და ნახავთ, რომ ნახევარს ნიღაბი არ უკეთია, ან არასწორად ატარებს“.

კოვიდ-19-ის ახალ შემთხვევათა რიცხვმა აშშ-ში, რომლის მოსახლეობა 320 მილიონია, მიაღწია ბოლო ორი თვის რეკორდს, 10 ოქტომბერს აღირიცხა 58 302 ახალი შემთხვევა.

ძირითადად შუა დასავლეთში მდებარე ათეულობით შტატმა განაცხადა ერთ დღეში სარეკორდო ზრდის შესახებ.

ბრაზილიაში 599 ადამიანი დაიღუპა კოვიდ-19-ით, რამაც გარდაცვლითა საერთო რაოდენობა გაზარდა 150 000-მდე.

საფრანგეთში ასევე დღიური რეკორდი დაფიქსირდა 27 ათასის სახით.

შედერებით ნაკლები ახალი შემთხვევა აღირიცხა ჩეხეთში, სადაც 9 ოქტომბრის დღიურმა მონაცემმა, რომელმაც 8 ათასს გადააჭარბა, 10 ოქტომბერს 4635-მდე იკლო. ჩეხეთში 10 მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს.

11 ოქტომბერს ირანის მთავრობამ შემოიღო ნიღბების სავალდებული ტარება თეირანში, რადგან ამ ქვეყანაში პანდემიის უკვე მესამე ტალღაა. ოფიციალური მონაცემებით, იქ კორონავირუსით გამოწვეულმა სენმა 239 ადამიანი მოკლა ამ კვირაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG