Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის ავტოკრატი მმართველი ხელისუფლების შენარჩუნებას ესწრაფვის კენჭისყრის შემდეგ


ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი საარჩევნო უბანში ხმის მიცემისას, 11 ოქტომბერი, 2020 წელი.
ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი საარჩევნო უბანში ხმის მიცემისას, 11 ოქტომბერი, 2020 წელი.

ტაჯიკეთის ხმის უფლების მქონე მოსახლეობა 11 ოქტომბერს ხმას აძლევდა მომავალ პრეზიდენტს. მოელიან რომ თანამდებობაზე კიდევ ერთი ვადით, შვიდი წლით, დარჩება ამ ქვეყნის ავტორიტარი მმართველი, ემომალი რაჰმონი,

ცენტრალური საარჩევნო კომისმის ცნობით, ამომრჩეველთა აქტიურობა დღის განმავლობაში 70 პროცენტი იყო. არჩენების ჩატარებულად გამოცხადებისთვის 50 პროცენტიც საკმარისი იყო.

რაჰმონმა ზედიზედ მოიგო ოთხი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთაგან არცერთი იყო დასავლელი მეთვალყურეების მიერ თავისუფლად არ სამართლიანად მიჩნეული. ამდენად, რაჰმონი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთადერთი მმართველია, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკაზე დიდხანს არის ხელისუფლების სათავეში.

არჩევნები ტაჯიკეთში იმართება ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რაც კოვიდ-19-ის პანდემიამ გააღრმავა. ასეულ ათასობით ტაჯიკი ვერ ახერხებს რუსეთში წასვლას, რათა ნახოს სამუშაო, რომელიც ტაჯიკეთში არ მოიპოვება. შედეგად შეწყვეტილია თანხების დინება, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკას უწყობს ხელს.

68 წლის რაჰმონის მეტოქეები არჩევნებში არიან პარლამენტში მყოფი, მთავრობის მომხრე, პარტიების წარმომადგენლები, ოთხი ნაკლებად ცნობილი პირი, რომლებიც, ბევრის აზრით, მხოლოდ საჩვენებლად მონაწილეობენ კენჭისყრაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG