Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირმა ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა ზავის დაცვისა და მოლაპარაკების დაწყებისკენ


ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის, სამხედრო მოქმედებების გაგრძელების და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ამის შესახებ 11 ოქტომბერს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ბორელმა.

ბორელმა კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, განუხრელად დაიცვან საზავო შეთანხმება და დაუყოვნებლივ დაიწყონ არსებითი მოლაპარაკება ეუთოს ჯგუფის ეგიდით.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე სომხეთი და აზერბაიჯანი გასულ კვირაში, მოსკოვში შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, ზოჰრაბ მნაცაკანიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდა.

მოსკოვში მიღწეული შეთანხმებით, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რათა მხარეებმა სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალონ. საზავო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს შეთანხმების დარღვევაში.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG