Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში არსებული შემზღუდველი ღონისძიებები ძალაში რჩება


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ ჩაითავლა საჭიროდ აჭარაში არსებული შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა ამ ეტაპზე, სანამ ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„სანამ გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვა სტაბილიზაცია და არ გვექნება სტაბილურად რამდენიმე დღის განმავლობაში სულ მცირე ერთი კვირა მაინც შედარებით მცირე რაოდენონბა მანამდე არ არის რეკომენდებული შეზღუდველი ღონისძიების მოხსნა“,- განაცხადა ამირან გამყელიძემ, რომელმაც არ დააკონტრეთა რა ოდენობის ინფიცირებული არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას აჭარაში არსებული შეზღდვები.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 196 აჭარიდანაა.

აჭარაში დაწესებულები შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების შესახემ 9 ოქტომბერს ისაუბრა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მისი განმარტებით შეზღუდვების შემსუბუქების პირველ ეტაპზე აღდგებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა.

აჭარის რეგიონში შეზღუდვები 25 სექტემბრიდან მოქმედებს. არ მუშაობს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი. რესტორნები მუშაობას წყვეტენ ღამის ათ საათზე. დაკეტილია საბავშვო ბაღები. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან.

აჭარაში ეპიდაფეთქება სექტემბრიდან დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG