Accessibility links

logo-print logo-print

ტაჯიკეთის ავტოკრატმა მმართველმა საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა


ტაჯიკეთის ავტოკრატმა ლიდერმა, ემომალი რაჰმონმა, რომელიც ქვეყანას ერთპიროვნულად 1992 წლიდან მართავს, კვირას გამართულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ტაჯიკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 11 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 85 %-ზე მეტმა. ხოლო 90,92%-მა ხმა მისცა მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც ქვეყანას კიდევ შვიდი წლით უხელმძღვანელებს.

რაჰმონი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთადერთი მმართველია, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკაზე დიდხანს არის ხელისუფლების სათავეში

დასავლეთის დამკვირვებლებს 1992 წლის შემდეგ ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ უღიარებიათ თავისუფლად და სამართლიანად.

არჩევნები ტაჯიკეთში გაიმართა ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რაც კოვიდ-19-ის პანდემიამ გააღრმავა. ასეულათასობით ტაჯიკი ვერ ახერხებს რუსეთში წასვლას, რათა ნახოს სამუშაო, რომელიც ტაჯიკეთში არ მოიპოვება. შედეგად, შეწყვეტილია იმ თანხების დინება, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილობრივ ეკონომიკაში.

68 წლის რაჰმონის მეტოქეები არჩევნებში იყვნენ პარლამენტში მყოფი, მთავრობის მომხრე პარტიების წარმომადგენლები, ოთხი ნაკლებად ცნობილი პირი, რომლებიც, ბევრის აზრით, მხოლოდ საჩვენებლად მონაწილეობდნენ კენჭისყრაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG