Accessibility links

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს თბილისსა და სოხუმში


ტოივო კლაარი

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი რამდენიმე დღით საქართველოს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს თბილისსა და სოხუმში.

კლაარი ტვიტერზე წერს, რომ დისკუსიები გაიმართება ადგილობრივ საკითხებზე, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.

ტოივო კლაარი ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებთან, რუდოლფ მიხალკასა და ჯიჰან სულთანოღლუსთან ერთად თანათავმჯდომარეობას უწევს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს. 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი 51-ე რაუნდი ჩაიშალა, რის გამოც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა. შეხვედრა დეკემბრის დასაწყისისთვის გადაიდო.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG