Accessibility links

კორონავირუსის გამო კახეთის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა


ველისციხის სკოლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის სკოლის 540 მოსწავლიდან სკოლაში არცერთი არ გამოცხადებულა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა. მიზეზი კორონავირუსით კიდევ 3 მოსწავლის ინფიცირებაა. მანამდე, 5 ოქტომბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა სკოლის მეცხრეკლასელს.

რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა, ნინო ნესუაშვილმა უთხრა, რომ 5 ოქტომბრიდან მეცხრე კლასის მოსწავლეები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა, მოზარდები სკოლაში მშობლებმა აღარ გაუშვეს.

დირექტორის თანახმად, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეების გამოუცხადებლობის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და განათლების სამინისტროს შეატყობინა და შემოდგომი მოქმედების გეგმას ამ უწყებებისგან მიიღებენ.

ნინო ნესუაშვილის ინფორმაციით, ახლად ინფიცირებულ მოსწავლეებთან კონტაქტში მყოფებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს და კვლევის პასუხებს ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG