Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

93-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა


აჭარაში კოვიდინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა - 55 წლის კაცი კლინიკა „მედინაში“ გადიოდა მკურნალობის კურსს. პაციენტი 10 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, კერძოდ, სუნთქვისა და გულის ქრონიკული უკმარისობა.

„კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრტიკული, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ბრონქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. აღებული იქნა ნიმუში PCR კვლევისთვის, დადასტურდა COVID-19. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეს დილიდან საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით 8 პაციენტის გარდაცვალება - 4 ბათუმში, 3 თბილისში და 1 საჩხერეში.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 478 შემთხვევა, რაც გასულ სამ დღესთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG