Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ კარდაშიანმა 1 მილიონი დოლარი გადარიცხა სომეხთა დახმარების ფონდში


.
.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარმა ესკალაციამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ლოს-ანჯელესში მცხოვრებ, ერთ-ერთ მრავალრიცხოვან სომხურ დიასპორაში.

აშშ-ის პოპულარული ტელეშოუს წამყვანმა, კიმ კარდაშიანმა, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ 1 მილიონი დოლარი ჩარიცხა ჰუმანიტარულ ფონდში, რომელიც საკვებით, კარვებითა და სამედიცინო საშუალებებით ეხმარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სომხებს.

„ჩემს ფიქრებსა და ლოცვაში არიან ეს მამაცი ადამიანები, ქალები და ბავშვები. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მიუხედავად იმ მანძილისა, რაც ჩვენ გვაშორებს, ჩვენ არ ვართ შეზღუდული საზღვრებით და ერთად ერთ დიდ სომხურ ერს წარმოვადგენთ“, - ამბობს კიმ კარდაშიანი ინსტაგრამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ლოს-ანჯელესში რამდენჯერმე გაიმართა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის მხარდამჭერი სამშვიდობო აქცია.

ორივე მხრიდან ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა 27 სექტემბერს სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე საომარ დაპირისპირებაში.

გაგრძელებულმა საბრძოლო მოქმედებებმა გაზარდა შეშფოთება, რომ კონფლიქტში შეიძლება ჩათრეულ იქნენ თურქეთი, აზერბაიჯანის ახლო მოკავშირე, და რუსეთი, რომელსაც სომხეთთან თავდაცვის სფეროში შეთანხმება აქვს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტროლი აღადგინა არაერთ დასახლებულ პუნქტზე. სომხური მხარე ამას უარყოფს.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი, ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა. კონფლიქტის მოსაგვარებლად წლებია არსებობს ეუთოს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG