Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ორმა ამერიკელმა მიიღო, აუქციონის თეორიისთვის


ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღეს ამერიკელმა ეკონომისტებმა, პოლ მილგრომმა და რობერტ უილსონმა, "აუქციონის თეორიის გაუმჯობესების და აუქციონის ახალი ფორმატების გამოგონებისთვის".

შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემია 12 ოქტომბრის განცხადებაში წერს, რომ 72 წლის მილგრომის და 83 წლის უილსონის აღმოჩენები "მთელ მსოფლიოში დაეხმარა გამყიდველებს, მყიდველებს და გადასახადების გადამხდელებს".

ამ ორი ეკონომისტის მიერ შემუშავებული აუქციონის ფორმატები 1994 წლიდან გამოიყენება მთელ ქვეყანაში - მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ ერთ-ერთი ფორმატი პირველად გამოიყენა ტელეკომის ოპერატორებისთვის რადიოს სიხშირეების მიყიდვის მიზნით, ვკითხულობთ განცხადებაში.

"ეკონომიკის მეცნიერებებში წლევანდელმა ლაურეატებმა დაიწყეს ფუნდამენტური თეორიით და შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენეს თავიანთი შედეგები, რომლებიც გლობალურად გავრცელდა. მათი აღმოჩენები ძალიან წაადგა საზოგადოებას" - ამბობს პეტერ ფრედრიკსონი, პრემიის კომიტეტის ხელმძღვანელი.

ეკონომისტები 1,1 მილიონი დოლარის ოდენობის პრემიას გაიყოფენ.

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია 1968 წლიდან გაიცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG