Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერტმფრენი ჩაერთო მესტიის სოფელ დიზთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიზთან მდებარე ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს. ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG