Accessibility links

აშშ-მა იერიში მიიტანა თალიბანზე ჰელმანდში


შეერთებული შტატების ძალებმა მხარდაჭერა აღმოუჩინეს ავღანეთის არმიას სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში და იერიში მიიტანეს თალიბანის მებრძოლებზე, რომლებიც ბოლო დღეებში თავს დაესხნენ სამთავრობო უსაფრთხოების ძალებს რეგიონში. აშშ ექსტრემისტებს აფრთხილებს "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ" არეალში თავიანთი იერიშები.

ავღანეთში აშშ-ის არმიის პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა სანი ლეგიტმა 12 ოქტომბერს ტვიტერით დაწერა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებული იერიშები არ არღვევს აშშ-სა და თალიბანს შორის თებერვალში ხელმოწერილ შეთანხმებას.

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები და თალიბანის მომლაპარაკებლები ამჟამად ავღანეთის შიდა მოლაპარაკებებს აწარმოებენ ყატარში.

"თალიბანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი თავდასხმითი ნაბიჯები ჰელმანდის პროვინციაში და შეამციროს ძალადობა ქვეყნის მასშტაბით. ეს არ პასუხობს აშშ-თალიბანის შეთანხმებას და ძირს უთხრის მიმდინარე ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებას" - წერს ლეგიტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG