Accessibility links

logo-print logo-print

მიხეილ სააკაშვილი: ხოშტარია როგორც იბრძვის მე მომწონს


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი დადებითად ახასიათებს „ევროპული საკართველოს მაჟორიტარ კანდიდატს ვაკის რაიონში ელენე ხოშტარიას.

„ლაკა [ელენე] ხოშტარია, როგორც იბრძვის, მე მომწონს. მე მომწონს, მელია, როცა წარადგინეს, გვერდზე დაუდგა რამდენიმე სხვა პარტიის წევრი გლდანში“, - თქვა სააკაშვილმა.

ელენე ხოშტარიამ დღეს, 12 ოქტომბერს, უპასუხა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანის გიგი უგულავას ვიდეომიმართვის შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხებოდა.

„გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, პარტიებს შორის კონკურენციაა და ერთიანობის მიუხედავად, ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ", - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

გიგი უგულავას აზრით, „ვანო მერაბიშვილმა გააღვიძა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერის კანდიდატი და რომ სწორედ ის [მერაბიშვილი] ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. სააკაშვილმა ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG