Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა და 86 დაინფიცირდა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 86 შემთხვევა. გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.

აპრილიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 2343 შემთხვევა, მათგან 854 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 23 ადამიანი.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 173 პაციენტიდან 28 მძიმე მდგომარეობაშია. 12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კოვიდ-კლინიკებში მძიმე მდგომარეობაშია ოკუპირებული აფხაზეთიდან გადაყვანილი 8 პაციენტი.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა სოხუმის მეორე და მეათე საშუალო სკოლებში და სოხუმის ადმინისტრაციის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG