Accessibility links

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 2020 წლის კალენდარში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატი დატოვა


მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლების თაობაზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელა და 2020 წლის სატურნირო კალენდრიდან კიდევ ერთი დიდი შეჯიბრება ამოიღო - მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი.

UWW-ს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება სეზონის უმთავრესი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი უფროსებს შორის, რომელსაც 12-20 დეკემბერს, ბელგრადმა უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონატზე მონაწილეობის მსურველ ქვეყნებს თავიანთი ნაკრებების დარეგისტრირება 5 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. 6 ნოემბერს კი მსოფლიო ჭიდაობის მმართველი ორგანო ბიუროს სხდომას შეკრებს და დარეგისტრირებული ნაკრებების რაოდენობისა და პანდემიის დონის გათვალისწინებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობებში მსოფლიოს ჩემპიონატი წელიწადში ერთხელ იმართება (ოლიმპიური წლების გამოკლებით). შარშან შეჯიბრებას ყაზახეთის დედაქალაქმა ნურ-სულთანმა უმასპინძლა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს ბექა ლომთაძემ, გენო პეტრიაშვილმა, ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG