Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა დატოვა „ნავთოგაზ უკრაინის“ დირექტორთა საბჭო


უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნავთოგაზ უკრაინის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა ოფიციალურად დატოვა ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა და ბიზნესმენმა, ამოს ხოხშტაინმა, რომელიც დამოუკიდებელი დირექტორის სტატუსით 2017 წლიდან მოღვაწეობდა უკრაინის უდიდეს ენერგეტიკულ კომპანიაში.


სხვა მიზეზებთან ერთად, კომპანიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის დატოვების მთავარ მიზეზად ხოხშტაინი ასახელებს გაზის ბაზრის რეფორმებისა და „ნავთოგაზ უკრაინის“ დამოუკიდებელ ქმედით კომპანიად ტრანსფორმაციის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას.


„მე აღარ შემიძლია ვიდგე განზე და გამომიყენონ ამ ნეგატიური ტენდენციის მხარდასაჭერად, რის გამოც თავს მოვალედ მივიჩნევ, საკუთარი ნებით დავტოვო დირექტორთა საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოებში არ უნდა იყვნენ ისეთი წევრები, რომელთა ფასეულობები არ შეესაბამება რეფორმების პროგრამას და ეფექტიან მმართველობას. სამეთვალყურეო საბჭოები უნდა დარჩნენ თავისუფალი და ძლიერი, დაცული არამართებული გავლენებისაგან“, - დაწერა ამოს ხოხშტაინმა.


ხოხშტაინის გადადგომა, როგორც ბოლო საგანგაშო სიგნალი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რეფორმებს აფერხებენ ოლიგარქები და მათთან დაკავშირებული პოლიტიკოსები. რეფორმების გაჭიანურებულმა პროცესმა გაანელა 2019 წლის არჩევნებში პოლიტიკურად გამოუცდელი ვლადიმირ ზელენსკის მოულოდნელი გამარჯვებით გამოწვეული ოპტიმიზმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG