Accessibility links

ყირგიზეთის პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას


სოორონბაი ჟეენბეკოვი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა, მხარი არ დაუჭირა მღელვარების ფონზე პარლამენტის საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებულ სადირ ჟაპაროვის კანდიდატურას და შესაბამისი დადგენილება უკან დაუბრუნა საკანონმდებლო ორგანოს.



ყირგიზეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 10 ოქტომბრის სხდომაზე, რომელზეც მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხი განიხილებოდა, არ იყო კვორუმი. ამის შესახებ მეორე დრეს განაცხადეს როგორც პრეზიდენტის მომხრე დეპუტატებმა, ასევე ოპოზციის წარმომადგენელმა კანონმდებლებმა, რომლებმაც სხდომის განმეორებით მოწვევას დაუჭირეს მხარი.

ყირგიზეთის გაყოფილმა პარლამენტმა სადავო კენჭისყრის შედეგად სადირ ჟაპაროვი აირჩია პრემიერ-მინისტრად 10 ოქტომბერს, რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ის საპატიმროდან გაათავისუფლეს 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგად დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა.

ჟაპაროვს პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ადამიანის გატაცებასთან კავშირის გამო, რაც 2012 წლის ინციდენტს უკავშირდება. 11 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა პარლამენტის დეპუტატების ნაწილის მიერ პრემიერად ჟაპაროვის არჩევის შესახებ, რასაც პარლამენტის სხვა წევრები და პოლიტიკური აქტივისტები სადავოდ მიიჩნევენ.

პოლიტიკური მღელვარება ყირგიზეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ერთი კვირის წინანდელი კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტის მომხრეთა პარტიების გამარჯვებას ოპოზიცია პროტესტით შეხვდა და გამოსვლები დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG