Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა


პორტუგალია შვედეთთან გასამართ შეხვედრას კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაატარებს.
პორტუგალია შვედეთთან გასამართ შეხვედრას კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაატარებს.

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ COVID-19-ით დაინფიცირდა. ტესტის დადებითი პასუხის შესახებ ინფორმაცია A BOLA-მ გაავრცელა. პორტუგალიური გამოცემის ცნობით, ფეხბურთელს არანაირი სიმპტომი არ გააჩნია, მაგრამ უკვე გადავიდა თვითიზოლაციაში.

კრიშტიანუმ ბოლო თამაში 11 ოქტომბერს ჩაატარა, როდესაც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად საფრანგეთს დაუპირისპირდა. ფეხბურთელებს ტესტირება მატჩის შემდეგ ჩაუტარდათ და დადებითი პასუხი მხოლოდ ერთმა ტესტმა აჩვენა.

14 ოქტომბერს, პორტუგალია შვედეთთან გასამართ შეხვედრას კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG