Accessibility links

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა


ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა - მეცხრე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა აზერბაიჯანის ასევე ახალგაზრდულ ნაკრებს გორში უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით მოუგო. სამი ქულის მომტანი გოლი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, მატჩის 42-ე წუთზე.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ცხრა თამაშიდან ოთხი მოიგო, ხუთი კი წააგო და თორმეტი ქულით, ექვსგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ცხრა ქულა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს სლოვაკეთს, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტია საბოლოო მესამე პოზიციისთვის ბრძოლაში.

ჯგუფის ლიდერი შვეიცარიაა, ოცდაოთხი ქულით. ოცდაერთი ქულა აქვს საფრანგეთს, მეხუთე და მეექვსე საფეხურებს კი აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი იკავებენ, ექვსი და სამი ქულით.

12 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთს უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG