Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელა გულედანი: სოხუმში შეხვედრა ნოემბერში მექნება აუცილებლად


ლელა გულედანი
ლელა გულედანი

პოლიტიკური პარტიის „არჩევანი სამშობლოსთვის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას და დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრას გეგმავს. როგორც რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა ლელა გულედანმა, პროცესში ჩართულია აფხაზური ოჯახი და არის დაპირებაც, რომ სოხუმში შეხვედრები შედგება:

„ოფიციალური წერილი გვაქვს გაგზავნილი დეფაქტო ხელისუფლებასთან, ველოდებით პასუხს. ანუ სიტყვიერი პასუხი კი გვაქვს, მაგრამ ოფიციალური წერილი ჯერ არ მიგვიღია. და ასევე გამჭვირვალედ, აქ ყველა უწყებას აბსოლუტურად ჩავაყენებთ საქმის კურსში და მივწერთ ამასთან დაკავშირებით. და იქნება ოფიციალურად გადასვლა საოკუპაციო ხაზზე და პირდაპირ შესვლა სოხუმში. მერე აქეთაც დავპატიჟებთ მათ“, - განაცხადა ლელა გულედანმა, რომელიც აღნიშნავს, რომ შეხვედრა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგება:

„სოხუმში შეხვედრა ნოემბერში მექნება აუცილებლად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მანამდე ვერ ხერხდება. აფხაზები სიტყვას არ ტეხენ. ისინი ამაყი ხალხია, ძალიან სხვანაირი ხალხია, ტრადიციული ხალხია. აქედან არ მოგატყუებთ ჯერ არანაირი თანხმობა არ არის და არა მგონია, რომ ვინმემ შეუშალოს ხელი“, - ლელა გულედანმა „დილის საუბრებში“ აღნიშნა, რომ იგი სოხუმში ჩასვლას გუნდთან და ჟურნალისტებთან ერთად აპირებს.

პარტია " არჩევანი სამშობლოსთვის", რომლის თავმჯდომარეც ლელა გულედანია, სოხუმთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. პარტია რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაფუძნდა. პარტიის საქმიანობის ძირითადი ორიენტირი დევნილთა პრობლემებია. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობს საარჩევნო ნომრით-48.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG