Accessibility links

ფოთის სამკერვალო საწარმოს 116 თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი


სამკერვალო საწარმო „აჭარა ტექსტილში", რომელიც ფოთში მდებარეობს, 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც რადიო თავისუფლებას ფოთის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, 116 პირიდან 25 არის ფოთის მცხოვრები. ჯამში ტესტირება ჩაუტარდა „აჭარა ტექსტილის" 400 თანამშრომელს. ამ მიმართულებით ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

14 ოქტომბრის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ვირუსი კიდევ 91 პირს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი რეგიონის მასშტაბით 253-მდე გაიზარდა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან ფოთის შემდეგ ყველაზე მეტი, 33 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა. რუხის კლინიკაში მკურნალობს 79 კოვიდპაციენტი. 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 33 მოქალაქეა მოთავსებული კორონავირუსის დიაგნოზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG