Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნების გამო მღელვარების შემდეგ გადადგა ყირგიზეთის პრეზიდენტი


ყირგიზეთის პრეზიდენტი, სორონბაი ჟეენბეკოვი, გადადგა მასობრივი პროტესტის შედეგად, რომელიც მოჰყვა საპარლამენტო არჩენების შედეგებს, რომელთა მიხედვით გამარჯვება მოიპოვეს მისი და მისი მთავრობის მომხრე პარტიებმა.

ჟეენბეკოვმა განაცხადა 15 ოქტომბერს, რომ მან გადაწყვიტა გადადგეს, „რადგან მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამდებობა“.

"არ მინდა ყირგიზეთის ისტორიაში შევიდე როგორც პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს ესროლა“, განაცხადა ჟეენბეკოვმა.

ჟეენბეკოვის გადადგომა მოჰყვა პარლამენტის მიერ ახალ პრემიერ-მინისტრად სადირ ჟაპაროვის დანიშვნის გადაწყვეტილების დამტკიცებას.

ჟაპაროვის დამტკიცებამ ყირგიზეთში გამოაჩინა შესაძლებლობა კრიზისის მოგვარებისა, რომელიც დაიწყო 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჟაპაროვი საპროტესო გამოსვლების დროს გაათავისუფლეს საპატიმროდან, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ათანბაევი. ათანბაევი შემდგომ კვლავ დააპატიმრეს. ჟაპაროვი სასჯელს იხდიდა ადამიანის სავარაუდო გატაცების ბრალდებით.

საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ბრალდების საფუძველზე ზეწოლის შედეგად, რომ კენჭისყრისას ხმების გაყიდვა ხდებოდა, საპარლამენტო არჩენების შედეგი გაუქმდა.

მანამდე დემონსტრანტები ბიშკეკში შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG