Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარიდანაა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 342 აჭარიდანაა. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 277;
  • იმერეთი - 198;
  • შიდა ქართლი - 12;
  • ქვემო ქართლი - 3;
  • მცხეთა-მთიანეთი - 10;
  • გურია - 11;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 22;
  • კახეთი - 7;
  • სამცხე-ჯავახეთში - 3;
  • რაჭა-ლეჩხუმი - 2.

887 ახალი შემთხვევით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 15 327-ს გაუტოლდა. ბოლო დღე-ღამეში 11 პაციენტი გარდაიცვალა და საერთო რიცხვმა 124-მდე მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG