Accessibility links

logo-print logo-print

ჭიაბერაშვილი კოვიდ-19-ის პრევენციაზე: მთავარი სტრატეგია უნდა იყოს რისკ-ჯგუფების იზოლირება


ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, კოვიდ-19-ის პრევენციის მთავარი სტრატეგია რისკ-ჯგუფების სათანადო იზოლირება უნდა იყოს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ამავდროულად საჭიროა საზოგადოების ცხოვრება ისე გაგრძელდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური დარტყმა მიიღოს ქვეყანამ:

„იმიტომ, რომ სიღარიბეც კლავს და ადამიანებს დანაზოგები განულებული აქვთ დღეს მოსალოდნელი ზამთრის პირობებში. ამიტომ მასობრივი იმ ტიპის ჩაკეტვა, რაც გაზაფხულზე იყო, გამორიცხული მგონია“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის აზრითაც პოლიტიკა უნდა მოერგოს იმას, როგორ გახდეს ცხოვრება შესაძლებელი იმ გაჭირვებული პენსიონერისთვის, რომელიც მაგალითად ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში ცხოვრობს:

„ამიტომ რისკ-ჯგუფებზე აქცენტი არის ყველაზე საკვანძო, მათი სათანადო იზოლირება. ეხლა რასაც უკვე კიდევ ერთ ჩავარდნას ვხედავთ მთავრობისას არის ის, რომ გრიპის ვაქცინა არ არის საკმარისი შემოტანილი თუნდაც რისკ-ჯგუფებისათვის და მსგავსი ჩავარდნები მენეჯმენტში და მართვაში არ უნდა იყოს. რისკ-ჯგუფების დაცვა და დანარჩენი საზოგადოების მიერ ეკონომიკური აქტივობის გაგრძელება არის ყველაზე საკვანძო“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტის „ ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-"ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია ქვეყნის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG