Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებისათვის“ სვიატლანა ციხანოუსკაიაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია საერთაშორისო ძებნაში იმყოფება მისი იმ მოწოდებების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ბელარუსის ეროვნულ ინტერესებს.

ამის თაობაზე ნათქვამია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. უფრო ადრე, სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ციხანოუსკაიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მიმართული მოწოდებების გამო.

ოქტომბრის დასაწყისში ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, მასსა და მისი ოჯახის წევრებზე მოსალოდნელი თავდასხმის შიშით, ბელარუსის ტერიტორია დატოვა და ლიტვაში გაემგზავრა.


როგორც ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ციხანოუსკაია დემონსტრანტების მხარდაჭერის მიზნით აქტიურად ხვდება ევროპის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებს.

13 ოქტომბერს მან „სახალხო ულტიმატუმი“ წაუყენა ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომ თუ იგი 25 ოქტომბრამდე არ დატოვებს თავის პოსტს, ბელარუსში „საერთო-სახალხო გაფიცვა“ დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG