Accessibility links

ნიკა მელიას თქმით, მისი ოფისის წინ "ქართული მარშის" აქცია "ქართული ოცნების" ორგანიზებული იყო


გლდანის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი სამაჟორიტარო ოფისის წინ აქცია ულტრანაციონალისტურმა ჯგუფმა, "ქართულმა მარშმა", "ქართული ოცნების" ორგანიზებით მოაწყო. მელიას თქმით, მიზეზი, რის გამოც "მარში" შეიკრიბა, არ არსებობდა, რადგან არასდროს უწოდებია მათთვის საჯაროდ რუსეთუმეები.

"ბუნებრივია, ეს პირდაპირ ინტერესებში შედიოდა "ქართული ოცნების", არ ვიცი, კერძოდ ვისი, ლევან კობიაშვილის, კახა კალაძის თუ ვისი. გლდანის რაიონს ხელისუფლება აგებს უპირობოდ, დიდი სხვაობით. არ ვიცი, ხელისუფლებამ რატო ვერ გათვალა, რომ როცა "ქართული მარში" იქნება წინა პლანზე წამოწეული, ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა მელიამ.

"TV პირველს" მმართველი პარტიის გლდანის მაჟორიტარი კანდიდატის, ლევან კობიაშვილის შტაბში განუცხადეს, რომ მათთვის არ არის ცნობილი, რა აქცია გაიმართა გუშინ მელიას ოფისთან.

გუშინ, 15 ოქტომბერს, საღამოს "ქართული მარში" აქციას მართავდა. მისი ლიდერი, ირაკლი შიხიაშვილი აცხადებდა, რომ აქცია დედა ღვთისმშობლის, 6 500 მოწამე გარეჯელი ბერის და წმინდა მამა დავით გარეჯელის დავალებით იმართებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG