Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა და ბაიდენმა შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხეს, შეხვედრები ცოცხალ ეთერში გადაიცემოდა


დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის პირველი დებატები 29 სექტემბერს, კლივლენდში გაიმართა.
დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის პირველი დებატები 29 სექტემბერს, კლივლენდში გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეტოქეს საპრეზიდენტო არჩევნებში, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის დებატები გაუქმდა და მათ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხეს. 15 ოქტომბრის კითხვა-პასუხი ცოცხალ ეთერში პარალელურად გადაიცემოდა.

ტრამპმა შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში უპასუხა მაიამიდან, ფლორიდიდან, ხოლო ბაიდენი, რომელმაც პასუხებს 30 წუთით მეტი მოანდომა, ფილადელფიაში იყო, პენსილვანიის შტატში. მეტოქეებს შორის კვლავ გამოვლინდა დიდი განსხვავება სხვადასხვა სფეროში.

ორივეს უნდა გაეცა პასუხი კორონავირუსის პანდემიის მიმართ აშშ-ის რეაგირების თაობაზე, ტრამპი ამტკიცებდა, რომ ქვეყანამ დაიწყო ვირუსის გაკონტროლება. მან პირველად თქვა, რომ სამართლიანი არჩევნების შედეგებს პატივს სცემს, თუმცა დასძინა, რომ „ეს უნდა იყოს პატიოსანი არჩევნები, ისევე როგორც სხვები“.

ბაიდენმა თავიდანვე ტრამპის მიმართ კრიტიკით დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად მიღებული ზომების გამო. მისი თქმით, „პრეზიდენტის მოვალეობაა, წინ გაუძღვეს“ და ეს ტრამპმა არ გააკეთა. ბაიდენის თანახმად, ტრამპს ყურადღება სააქციო ბირჟებზე ჰქონდა გადატანილი და არ შეაფასა სათანადოდ ვითარება, თუ რა სისწრაფით ვრცელდებოდა ვირუსი.

ბაიდენმა ასევე გააკრიტიკა ტრამპის საგარეო პოლიტიკა, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისამ“, „ამერიკა მარტო“ დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG