Accessibility links

logo-print logo-print

შსს: სასამართლომ შენიშვნა მისცა პირს, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ ოფისის ფანჯარას აგური ესროლა


პირს, რომელმაც ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ ოფისის ფანჯრის მინაზე გაკრული ბანერი დააზიანა, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ამხილა წარსულში ნასამართლევი მ.გ და დაადგინა, რომ მიყენებული ზარალი 80 ლარს შეადგენს.

შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მხილებული პირის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და საქმის მასალები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა, მ.გ.-ს მიერ ჩადენილი ქმედების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტად განხილვის მიზნით.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.გ.-ს მიერ ჩადენილ ფაქტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სასამართლომ იმსჯელა აღნიშნული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა.“, - განმარტავენ შს სამინისტროში.

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი, ოთარ კახიძე 13 ოქტომბერს აცხადებდა, რომ მისი ოფისის დაზიანება სცადეს.

"ჩამსხვრევა ვერ შეძლო, ვინაიდან მინები არის ბრონირებული და ვერ გატეხა მინა, თუმცა დააზიანა ბანერი. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, ვინაიდან ძალადობრივ გარემოს ახალისებს", - აცხადებდა ოთარ კახიძე. კახიძემ ფეისბუკზე ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG