Accessibility links

site logo site logo

სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა ავღანეთში პოლიციის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ მცირე, 20 კაცი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად პოლიციის შტაბის წინ. თავდასხმა გჰორის პროვინციაში კვირას, შუადღის 11 საათზე მოხდა.


ავღანეთის ხელისუფლება თავდასხმას უწოდებს ტერორისტულ აქტს, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.


ტერაქტზე პასუხისმგებლობა პირველ საათებში არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თავდასხმის ფონია ავღანეთის ხელისუფლებისა და დაჯგუფება თალიბანის წარმომადგენლების შეხვედრები ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც მხარეები ავღანეთში მიმდინარე ცხრამეტწლიანი ომის დასრულების საკითხებს განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG