Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მის კაბინეტში შეაღწიეს სუს-ის აპარატურის დასაყენებლად


Georgia - Khatia Dekanoidze
Georgia - Khatia Dekanoidze

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შტაბში გაურკვეველმა პირებმა შეაღწიეს სახურავიდან. პოლიტიკოსის მტკიცებით, მის ოთახში სუს-ის აპარატურის დაყენება სურდათ.

„ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ. უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო გაიქცა. უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია, ვინც შეაღწევდა და რისთვის. ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი“, - წერს დეკანოიძე საკუთარ ფეისბუკზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG