Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში სამართალდამცველებმა დაიწყეს ხალხის დაკავება, იყენებენ წყლის ჭავლსაც


ბელარუსში, სადაც კვირას მორიგი საპროტესტო აქცია, ე.წ. პარტიზანული მარში იმართება, სამართლდამცველებმა დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს.

იუწყებიან, რომ ზოგიერთ ადგილას მილიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, 18 ოქტომბერს, მინკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში ათეულათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის, ძალადობის შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

ბელარუსში აქციები გრძელდება 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელზეც გამარჯვებულად ლუკაშენკა გამოაცხადეს და რომელსაც ბევრი გაყალბებულად მიიჩნევს. სამართალდამცველთა მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენების შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, დაშავდა ასობით პირი, დააპატიმრეს 10,000-ზე მეტი მოქალაქე.

ევროკავშირმა, აშშ-მა და დასავლური სამყაროს სხვა წამყვანმა ქვეყნებმა არალეგიტიმურად ცნეს 9 აგვისტოს არჩევნების შედეგები და ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ლუკაშენკას რეჟიმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG