Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების ეტაპობრივად დაბრუნება იწყება


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დღეიდან, 19 ოქტომბრიდან იწყება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ სექტემბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის, გარდა აჭარის რეგიონისა, გაზაფხულზე დაწყებული დისტანციური სწავლის რეჟიმი 19 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო და სწავლა აუდიტორიებში გაგრძელებულიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შემთხვევებმა აჭარის გარდა მკვეთრად მოიმატა თბილისსა და იმერეთში, სააკოორდინაციო საბჭომ სექტემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანა.

დღეიდან, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.

უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტანციურად გააგრძელებენ.

უნივერსიტეტების მიერ სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციებია: მერხებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, ყველა აუდიტორიაში სტუდენტის პირბადით გადაადგილება, სანიტაიზერების და დეზობარიერების გამოყენება, თერმოსკრინინგი საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტები შემოწმებულია შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG