Accessibility links

logo-print logo-print

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა


პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს თქვა, რომ ვირუსი მის შვილსაც აღმოაჩნდა.

"ინფიცირების ყველა შესაძლებლობის შესახებ, რაც მე და ჩემს შვილს შეიძლება გვიკავშირდებოდეს, ვაცნობეთ. ახლა ისე გახშირებულია შემთხვევები, რომ ინფიცირების წყარო შეიძლება ვერც მოინახოს", - ამბობს მარგველაშვილი.

მისი თქმით, მას რამდენიმე დღის წინ, 15 ოქტომბერს ტემპერატურა აღენიშნებოდა და თავი სტკიოდა, რა მიზეზითაც ვირუსზე შემოწმება ჩაიტარა. ახლა ის და მისი შვილი სახლში, ცოლისგან იზოლირებულები არიან და ასე მკურნალობენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატს, ნინო წილოსანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG