Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილი ავღანეთში შიშობს, რომ ძალადობის დიდი ტალღა თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩაშლის


აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში, ზალმაი ხალილზადმა გაფრთხილება გამოთქვა 18 ოქტომბერს მას მერე, რაც ღორში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა, რომ ძალადობის ტალღამ, რომელიც არ წყდება, შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამშვიდობო მოლაპარაკებას.

მის მიერ ტვიტერით გამოქვეყნებულ პოსტში ხალილზადე წერს, რომ ავღანელებს ძალადობა ძალიან დიდი ხანია თან სდევს და რომ ამის ბოლო დასტური არის ღორის ტრაგედია, როდესაც პოლიციის შენობასთან მოხდა აფეთქება.

მისი თქმით, იმის რწმენა, რომ ძალადობით შეიძლება მოლაპარაკების მაგიდასთან დათმობების მიღწევა, „ძალიან სახიფათოა“. ასეთი მიდგომა, მისი თქმით, ავღანეთის ძველი ლიდერების შეცდომების გამეორებაა.

ხალილზადი გამოვიდა მოწოდებით, მკაცრად დაიცვან კატარში ახლა მიმდინარე შეხვედრებამდე მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი.

ღორის პროვინციის დედაქალაქ ფიროზ-ქოხში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 14 ადამიანი შეეწირა და 119 დაშავდა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ აქტის უკან თალიბები დგანან. თალიბანის წარმომადგენელმა არ დაადასტურა, რომ აფეთქების უკან მისი დაჯგუფება იდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG