Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში 250,000-ს გადააჭარბა კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა, ისრაელსა და ავსტრალიაში ვითარება უმჯობესდება


18 ოქტომბერს ევროპაში 250,000 ადამიანს გადააჭარბა კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა, კონტინენტის ქვეყნები ცდილობენ, შეაკავონ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა.

პარალელურად, ისრაელმა და ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქმა მელბურნმა გამოაცხადეს, რომ "ლოკდაუნთან" დაკავშირებული შეზღუდვები ოდნავ შემსუბუქდება, ვინაიდან ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურად იკლებს.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში 44 პროცენტით გაიზარდა ინფიცირების ახალი შემთხვევები, რის გამოც ქვეყნები აწესებენ და განიხილავენ შემზღუდავ ზომებს.

ვირუსის შეკავებას ცდილობენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG