Accessibility links

შინაპატიმრობაში გადაიყვანეს პოლიტიკური სტრატეგიის ბელარუსი-ამერიკელი სპეციალისტი შკლიაროვი


ვიტალი შკლიაროვი

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური სტრატეგიის სპეციალისტი, ბელარუსი-ამერიკელი ვიტალი შკლიაროვი მინსკის დაკავების უწყებიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

ამ ცნობას 19 ოქტომბერს ადასტურებენ ბელარუსი პოლიტოლოგი, იური ვასკრანესკი და შკლიაროვის ადვოკატი, ანტონ ჰაშინსკი.

ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა შკლიაროვი ივლისის ბოლოს დააკავეს, რამაც აღაშფოთა აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირები, რომლებმაც მის დაკავებას "უსამართლო" უწოდეს. შკლიაროვი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, სენატორ ბერნი სანდერსის და რუსი აქტივისტის, ქსენია სობჩაკის პოლიტიკურ კამპანიებში, მის მშობლიურ ქალაქ ჰომელში, ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთში დააპატიმრეს 29 ივლისს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე. ის ამბობს, რომ თავის ქალაქში მშობლების მოსანახულებლად იყო ჩასული, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის ცდილობდა ბლოგერ სიარხეი ციხანოუსკის კანდიდატად რეგისტრირებას არჩევნებზე. თავად ციხანოუსკი არჩევნებამდე დააპატიმრეს. არჩევნებზე მისი ადგილი მისმა ცოლმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ დაიკავა და მას შემდეგ ბელარუსის ოპოზიციის წამყვან აქტივისტად იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG