Accessibility links

site logo site logo

საფრანგეთის პოლიცია აგრძელებს ოპერაციებს მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ


საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიცია აგრძელებს ოპერაციებს, რომლებიც კავშირშია ისლამიზმში ეჭვმიტანილი პირის მიერ ფრანგი მასწავლებლის მკვლელობის საქმესთან.

ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის 16 ოქტომბერს, პარიზის ჩრდილოეთის შემოგარენში, სკოლის შენობის წინ თავი მოკვეთა 18 წლის კაცმა, რომელიც შემდეგ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. თავდამსხმელი, რომელიც რუსეთში დაბადებული ეთნიკური ჩეჩენი იყო, პარიზიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ევრეში ცხოვრობდა. უშიშროების სამსახურებს მის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

მკვლელობას აღშფოთება მოჰყვა საფრანგეთში, ის დაგმეს რეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პოლიტიკურმა პარტიებმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარდ დარმანენმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ საფრანგეთში 80-მდე გამოძიება მიმდინარეობს ინტერნეტში სიძულვილის ენის საქმეებზე. მინისტრის თქმით, მთავრობა განიხილავს, უნდა გაუქმდეს თუ არა გარკვეული ჯგუფები საფრანგეთის მუსლიმური თემიდან, იმ ბრალდებების გამო, რომ ისინი ძალადობას და სიძულვილს ავრცელებენ. დარმანენმა ასევე თქვა, რომ პატის სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე გოგონას მამა და ასევე ერთ-ერთი ცნობილი ისლამისტი ექსტრემისტი გამოდიოდნენ პატის მკვლელობის მოწოდებებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG