Accessibility links

site logo site logo

წყალბურთის კლუბი „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს


ჯგუფური ეტაპის თამაშები 14 დეკემბერს დაიწყება.

თბილისის წყალბურთის კლუბმა „დინამომ“ 2021 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იმ ათ კლუბს შორისაა, რომლებიც საქმეში პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან ჩაებმებიან. იქამდე კი ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები უნდა გაიმართოს, ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორი საგზურის გასათამაშებლად.

დღეს, რომში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შედგა და „დინამო“ B ჯგუფში მოხვდა, "ბარსელონეტასთან" (ესპანეთი), "ჰანოვერთან" (გერმანია), "ბუდაპეშტთან" (უნგრეთი) და „იადრანთან" (მონტენეგრო) ერთად. ჯგუფის მეექვსე ბინადარს საკვალიფიკაციო ეტაპი გამოავლენს.

ჯგუფური ეტაპის თამაშები 14 დეკემბერს დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG