Accessibility links

აშშ-მა ГРУ-ს ოფიცრებს ბრალი წაუყენა, მათ შორის საქართველოზე კიბერთავდასხმისთვის


აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმების გამო, ბრალი წაუყენა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 6 ოფიცერს.

გამოძიების თანახმად, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს(ГРУ) თანამშრომლების და მათი თანამზრახველების მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციის, ან შურისძიებისკენ რუსეთის მთავრობის მიერ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას და მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებს ადანაშაულებს საქართველოსა და უკრაინაში დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში, საფრანგეთის პრეზიდენტის 2017 წლის არჩევნების დროს ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის თანამშრომლების კომპიუტერებსა და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაში და კიბერთავდასხმებში საერთაშორისო და ბრიტანულ ორგანიზაციებზე, რომლებიც რუსეთის და დიდი ბრიტანეთის ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს იძიებდნენ.

საქართველოს შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო დაწესებულებების და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებსა და სერვერებზე 2019 წლის ოქტომბერში განოხოციელებულ კიბერთავდასხმაზე, რომლის გამოც საქართველომ რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა 2020 წლის თებერვალში.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა იური ანდრიენკოს, ვლადიმირ დეტისტოვს, პაველ ფროლოვს, ანატოლი კოვალიოვს, არტიომ ოჩიჩენკოს და პიოტრ პლისკინს. ყველა მათგანი ГРУ-ს ქვედანაყოფ 74455-ის თანამშრომელია.

ამერიკელი პროკურორების თანახმად, სწორედ ეს ქვედანაყოფი ატარებდა ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში კრემლის ჩარევის მხარდასაჭერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG