Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრი: ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, გილოცავთ


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არჩევნებამდე 10 დღით ადრე იხსნება. უნივერსიტეტის გახსნაზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, ხვალ იხსნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია თქვენ ყველამ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იხილოთ", - თქვა მან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივით შენდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG