Accessibility links

ძიუდო ბრუნდება - ბუდაპეშტში ტატამები გაშალეს


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო ტურნირზე საჭიდაოდ გაემგზავრა. 23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტი გრან სლემს უმასპინძლებს და, ბოლო ინფორმაციით, მასში მონაწილეობას სამოცდაცხრა ქვეყნის ნაკრების ხუთასამდე სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს სახელით ტატამზე ექვსი ძიუდოისტი გავა: ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ). ნინიაშვილი 23 ოქტომბერს იჭიდავებს, შავდათუაშვილი და გიგანი - 24-ში, ხოლო ჭრიკიშვილი, მატიაშვილი და ზაალიშვილი - 25-ში.

ბუდაპეშტის გრან სლემს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრების სტატუსიც აქვს. მასზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით სპორტსმენები მომავალ წელს გასამართი ტოკიოს ოლიმპიადის სარეიტინგო ქულებს მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG