Accessibility links

კორუფციის ბრალდებით დააკავეს ყირგიზეთის საბაჟო სამსახურის გავლენიანი ყოფილი მოხელე


ყირგიზეთის საბაჟო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, რაიმბეკ მატრაიმოვი 2020 წ. 20 ოქტომბერს დააკავეს.

ყირგიზეთის საბაჟო სამსახურის უფროსის გავლენიანი ყოფილი მოადგილე, რაიმბეკ მატრაიმოვი, კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მატრაიმოვი ფიგურირებს ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელმაც გამოავლინა ქვეყნიდან ასობით მილიონი დოლარის გატანა.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ მატრაიმოვი 20 ოქტომბერს დააპატიმრეს.

მანამდე სამი დღით ადრე კომიტეტის ახალდანიშნულმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უწყებამ გამოძიება დაიწყო მატრაიმოვისა და მისი თანამოაზრეების უკანონონო საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც სახელმწიფო ხაზინას სერიოზული ზარალი მიაყენა.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტისა და ყირგიზული ვებსაიტი Kloop-ის მიერ წარმოებული ერთობლივი გამოძიების შედეგად დადგინდა მატრაიმოვის მონაწილეობა კორუფციულ სქემაში, რაც მოიცავდა ქვეყნიდან დიდი რაოდენობის თანხის გატანას ჩინეთში დაბადებული უიღური ბიზნესმენის, აიერკენ საიმაიტის მიერ. საიმაიტი სტამბოლში მოკლეს გასული წლის ნოემბერში.

მკვლელობამდე საიმაიტიმ ჟურნალისტებს წარუდგინა იმის დამადასტურებელი მასალები, თუ როგორ გაჰქონდა ყირგიზეთიდან თანხა რამდენიმე წლის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG