Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონმა და ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმიმ ტერორიზმთან ბრძოლაზე ისაუბრეს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და ერაყის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-კადიმი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და ერაყის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-კადიმი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმიმ პარიზში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. ამის შესახებ მაკრონის ოფისმა 20 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება.

19 ოქტომბერს პარიზში გამართულ შეხვედრამდე, სექტემბერში, მაკრონი ესტუმრა ერაყს, მხარდაჭერა გამოუხატა ერაყის სუვერენიტეტს და განაცხადა, რომ ბაღდადის მთავარი გამოწვევებია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ და უცხოეთის ჩარევა მის საშინაო საქმეებში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ორი ლიდერი მიესალმა ფრანგული ჯგუფის, Alstom-ის გეგმებს, იმუშაოს ბაღდადის მეტროს პროექტზე.

ალ-კადიმიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მაისში დაიკავა და მისმა მთავრობამ პირობა დადო, რომ ბრძოლას გამოუცხადებს, მისი თქმით, შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ. მთავრობის თანახმად, ის ასევე სახელმწიფო კონტროლს დააწესებს იარაღზე, რაც ნაწილია მისი ძალისხმევისა, შეამციროს გასამხედროებული ჯგუფების გავლენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG