Accessibility links

site logo site logo

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ინფექციონისტებს "იდიოტები" უწოდა, ენტონი ფაუჩის კი - "კატასტროფა"


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავს დაესხა აშშ-ის მთავრობის მთავარ სპეციალისტს ინფექციური დაავადებების საკითხში, ენტონი ფაუჩის. 19 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ფაუჩი და სხვა ექსპერტები „ცდებოდნენ“, როცა რჩევებს იძლეოდნენ კორონავირუსთან გასამკლავებლად.

„ამერიკელები დაიღალნენ ფაუჩისა და ყველა ამ იდიოტის სმენით, ყველა ამ იდიოტისა, რომელიც ცდებოდა“, თქვა ტრამპმა თავისი საარჩევნო კამპანიის წევრებთან შეხვედრაზე. „ფაუჩი კატასტროფაა“, დასძინა მან.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი კომენტარები არ ნიშნავს, რომ ის „შეშინებულია“, ვინაიდან გაჩნდა შეკითხვები იმის თაობაზე, ეს თავდასხმა ძირს ხომ არ გამოუთხრის მის მიმართ კეთილგანწყობას მისი ერთგული მომხრეების ფარგლებს გარეთ.

მან თქვა: „ვფიქრობ, განრისხებული ვარ, ბედნიერი ვარ და კმაყოფილი ვარ, ვინაიდან საქმეს შესანიშნავად ვუძღვები“.

ფაუჩიზე ტრამპის კომენტარი მოჰყვა ექიმის სიტყვებს, რომ მას არ გაჰკვირვებია ტრამპის კორონავირუსით ინფიცირება მას მერე, რაც ის მონაწილეობდა დიდ ღონისძიებებში, რომლებზეც ცოტანი იყენებდნენ პირბადეს და ცოტანი იცავდნენ სოციალურ დისტანციას.

იმავე კომენტარში, რომელშიც მან ფაუჩი გააკრიტიკა, ტრამპმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და რომ მისი საარჩევნო კამპანია „საუკეთესო ფორმაშია“. როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, ბევრ საკვანძო მნიშვნელობის შტატში ტრამპი ჩამორჩება თავის დემოკრატ მეტოქეს, ჯო ბაიდენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG