Accessibility links

logo-print logo-print

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ პანდემიის პერიოდში გამოვლენილია სულ 305 შემთხვევა, მათგან 215 - რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან.

კოჩიევას ინფორმაციით, ინფიცირებულთა ნახევარი უკვე გამოჯანმრთელებულია. დე ფაქტო ხელისუფლებას დადასტურებული აქვს COVID-19-ით გარდაცვალების 1 შემთხვევა.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ხვალიდან, 21 სექტემბრიდან ორი კვირით იკეტება სასწავლო დაწესებულებები.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას აპრილიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით აღრიცხული აქვს კორონავირუსის 2903 შემთხვევა, მათგან 1197 გამოჯანმრთელების და 28 გარდაცვალების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG