Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპ-ბაიდენის დებატების დაუბრკოლებლად ჩასატარებლად მიკროფონებს გათიშავენ ხოლმე


ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი (კოლაჟი).

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის შემდეგ დებატებზე მიკროფონებს გათიშავენ ხოლმე, რათა კანდიდატებმა დაუბრკოლებლად შეძლონ ყველა განხილულ საკითხზე ლაპარაკი.

ამ ცვლილების შესახებ გამოაცხადა საპრეზიდენტო დებატების კომისიამ. ცვლილების მიზანია, შეამციროს გაწყვეტინების შემთხვევები, რაც მრავლად იყო პირველ დებატებზე და ის ნაწილობრივ სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფების ნაკრებად აქცია.

მიკროფონის გათიშვის შემოღების წინადადება პირველი დებატების შემდეგ თითქმის უმალ გაჩნდა და კომისიამ, რომელიც აწყობს დებატებს, განაცხადა, რომ ცვლილების მიზანია, ღირსება აღადგინოს 22 ოქტომბრის დებატებზე.

„კომისიას იმედი აქვს, კანდიდატები პატივს სცემენ ერთმანეთის დროს, რაც ხელს შეუწყობს ცივილიზებულ დისკუსიას მაყურებლის საკეთილდღეოდ“, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

შემდეგი დებატები უკანასკნელია, როცა მაყურებელს საშუალება ეძლევა, ორივე კანდიდატი ერთ სცენაზე იხილოს 3 ნოემბრის არჩევნებამდე.

იმის გამო, რომ შტატების უმრავლესობაში დაწყებულია წინასწარი კენჭისყრა, 30 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე მიიღო მასში მონაწილეობა. როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, ბევრ საკვანძო მნიშვნელობის შტატში ტრამპი ჩამორჩება ბაიდენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG