Accessibility links

logo-print logo-print

იუწყებიან, რომ კვლავ განახლდა სროლა მთიანი ყარაბაღის გარშემო


გაეროს უშიშროების საბჭოს მოწოდების მიუხედავად, 20 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიასა და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ძალებს შორის კვლავ განახლდა საარტილერიო და სარაკეტო იერიშები კონფლიქტის ზონაში.

მხარეებმა ჰუმანიტარული მიზნით 17 ოქტომბერს გამოაცხადეს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც წინა დღეებშიც არაერთხელ დაირღვა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.


სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების ცნობით, მოწინააღმდეგემ სამშაბათს დილიდან დაიწყო საარტილერიო იერიში ჩრდილოეთ მიმართულებით.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, იუწყება ბრძოლების შესახებ რამდენიმე არეალში, მათ შორის, სადავო ტერიტორიის გარშემო არსებულ კონფლიქტის ზონაში.



ახალი ბრძოლების შესახებ ცნობები აძლიერებს შიშს ჰუმანიტარული მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში ახალი მსხვერპლის შესახებ.



მთიანი ყარაბაღის ცნობით, 27 სექტემბრიდან მოყოლებული, მათი დანაკარგი შეადგენს 729 ჯარისკაცს და 37 მოქალაქეს.


აზერბაიჯანი იუწყება, რომ საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა 61 სამოქალაქო პირი და 282 დაიჭრა. ბაქო სამხედროებს შორის დანაკარგზე ინფორმაციას არ ავრცელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG