Accessibility links

site logo site logo

პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილედ ათასამდე კაცი დარეგისტრირდა


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის მონაწილედ 1000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. განმცხადებლების 54% ე.წ. ფრილანსერია, 27% - სრულ განაკვეთზე დასაქმებული, 19% - დამწყები ბიზნესმენი.

პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები 60-მდე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, მათგან რუსეთიდან არის - 29%, აშშ-დან - 18%, ბელორუსიდან - 5%, იაპონიიდან - 5%, უკრაინიდან - 4%.

პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 166 პირი. მოქალაქეობის მიხედვით შემოსული პირები განეკუთვნებიან შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია, კანადა და ა.შ.

პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ აგვისტოში ამუშავდა. ის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებს სთავაზობს ჩამოვიდნენ საქართველოში და საკუთარი ხარჯებით კარანტინის გავლის შემდეგ, საქართველოდან მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, ყოველგვარი ვიზის გარეშე, იმუშაონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG